მანჩესტერმა სერია ა-ს მეგოლეს თვალი დაადგა

სულშერის გუნდს 70 მილიონის გადახდა მოუწევს

მანჩესტერი თავდასხმის გაძლიერებას აპირებს. ბრიტანული მედიის ცნობით, სულშერის გუნდს ნაპოლიდან არკადიუშ მილიკის გადაბირება აქვს მოწადინებული. ამ საკითხზე თავად ფეხბურთელის პოზიცია უცნობია.

 

ნეაპოლეტანელები მის გაშვებას არ აპირებენ. მეტიც, გატუზოს გუნდი მზადაა პოლონელს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს. მილიკი იტალიელთა ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და გასაკვირი არაა, რომ მისდამი დიდი ინტერესია.

 

25 წლის ფორვარდი პოლონური კატოვიცეს აღზრდილია. ნაპოლიში იგი 2016 წლის ზაფხულში აიაქსიდან გადავიდა. ამ სეზონში მისი მონაგარი 12 მატჩში გატანილი 10 გოლია.

 

რაც შეეხება მანჩესტერს, მანკუნიელებს პრემიერლიგაში 31 ქულა აქვთ და მე-5 ადგილზე არიან. სულშერის გუნდს მილიკის გარდა კალიდო კულიბალის, არტურო ვიდალის, რუბენ ნეშვილის და რაულ ხიმენესის დამატებაც სურს.