გერMANIA

ლაშა ჩვენი ელჩია და გერმანიას ეპატიება, რომ ბევრ სოლიდურ ჟურნალისტში ერთი დილეტანტი ჰყავს.

ლაშა ტალახაძე ძალოსნობის ისტორიაში უდიდესია. იგებს გემოვნებით, იგებს ძალით, იგებს მარაგით.

და, გერმანელი ჟურნალისტები ლაშაზე წერენ. ცდილობენ, რომ დაწერონ. გერმანელი ჟურნალისტები ცდილობენ, იყვნენ ჟურნალისტები და წერენ, რომ ლაშას რიოს ოლიმპიური თამაშების დროს დოპინგ ტესტი არ ჩაუტარდა. და, იქვე იწერება - ლაშას დოპინგი 2013-2015 წლებში არ გაუვლია.

გულსატკენია, რომ გერმანიაში დილეტანტები არიან. ზოგადად, დილეტანტები ყველგან ჭარბობენ, მაგრამ საწყენია, როდესაც ეს ცრუპენტელები ხელშეუხებელს ეხებიან.

ლაშა იდეალური სპორტსმენია. თუ გვინდა ბოლო ათწლეულის საუკეთესო სპორტსმენების დასახელება, ტალახაძე იქ არის. ლაშა უკვე ლეგენდაა.

ალბათ, გერმანიაში ზედმეტად ხმამაღლა უსმენენ რამშტაინს. ან, ახალი პორშეს დაქოქვის ხმა საღ აზროვნებას ფარავს. ან, გერმანია ერთჯერად ჟურნალისტებს ყურადღებას არ აქცევს და იყოს, იმხაუროს პრინციპით თავისუფლებას აძლევს.

იხმაურონ. როგორც მოესურვებათ, ისე გააკეთონ საქმე, მაგრამ ჩვენსას ნუ შეეხებიან.

ლაშას არ აქვს სუსტი წერტილი და სპორტსმენი, რომელიც ზედიზედ ოთხჯერ საქართველოში საუკეთესო გახდა, ამ ტიტულს სამუდამოდ შეინარჩუნებს.

ლაშა ლეგენდაა, თუმცა, ეს ხომ ვთქვით.

ლაშა ჩვენი ელჩია და გერმანიას ეპატიება, რომ ბევრ სოლიდურ ჟურნალისტში ერთი დილეტანტი ჰყავს.

იმ ქალბატონს, რომელიც ლაშაზე სისულელეებს წერს, თბილისში, საჩხერეში, დუშეთში ჩამოსვლას ვურჩევთ და თუ გაქაჩავს, ეწვიოს ლაშას ვარჯიშს და ნახოს, როგორ გამოიყურება წმინდა და ღირსეული ადამიანი.