ნაკარავამ სასამართლოში იჩივლა

ფიჯელს რასინგში კიდევ წელწადნახევარი უნდა ეთამაშა

ფიჯელ მეორეხაზელ ლეონე ნაკარავას პარიზულმა რასინგმა კონტრაქტი ვადაზე ადრე გაუწყვიტა, რადგან ნაკარავა მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ კლუბში დროულად არ დაბრუნდა და ტელეფონის ზარებასაც არ პასუხობდა.

 

ნაკარავამ ახალი კონტრაქტი შოტლანდიურ გლაზგოსთან გააფრომა. თუმცა, რასინგში ხელშეკრულების თანახმად მას კიდევ წელწადნახევარი უნდა ეთამაშა. შესაბამისად, ნაკარავას მიაჩნია, რომ კონტრაქტი უსამართლოდ გაუწყვუტეს და სასამართლოს მიმართა კომპენსაციის მოთხოვნით.

 

როგორც რასინგის კლუბის წარმომადგენელი იუწყება, სასამართლო სხდომა 11 თებერვალს გაიმართება.