Thorნიკე

ბასკონიას გაუჭირდება ფლეი ოფში გასვლა. 

ბასკონია არ იცვლება. ბასკონიამ საკუთარ დარბაზში კიდევ ერთი შეხვედრა წააგო.

საკუთარ ტერიტორიაზე - 65:79. ფენერბახჩესთან.

და, დაგლიჯა თორნიკე შენგელიამ. საქართველოს ნაკრების კაპიტანი საუკეთესო იყო.

21 ქულა. 7 მოხსნა. 3 პასი. 3 დაფარება. 1 ჩაჭრა. მარგი ქმედების კოეფიციენტი - 37.

აზრზე ხართ?! 37!

და, გუნდი იდგა.

ბასკონიაში გადასვლის შემდეგ, თოკოს წელს, ყველაზე ცუდი გუნდი ეხმარება. და, თორნიკე უბრალოდ, სენსაციურად კარგია.

სტატისტიკა არ არის მთავარი, შენგელიამ თანაგუნდელების დახმარების გარეშე დაიწყო და დაამთავრა. როგორც, ოსკარ შმიდტი ბრაზილიის ნაკრებში.

ფენერმა არ იჩქარა. ფენერმა დაგლიჯა დაცვაში. ფენერმა მეთოდურად მოკლა ბასკონია. ყველამ კარგად ითამაშა. ყველამ დაიმსახურა ის, რაც - დაიმსახურა.

ბასკონიას გაუჭირდება ფლეი ოფში გასვლა. მთელი მეორე წრე წინ არის, მაგრამ ბასკონია ვერ შეიცვლება. ბასკონია ცუდად დაკომპლექტებული გუნდია, სადაც ვერ იგებენ.

ვერავინ - თოკოს გარდა.

შემდეგ ტესტს ველოდებით.