საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება

მზადება დასკვნით ეტაპზეა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ბოლო ეტაპზეა. რევაზ ჩომახიძის შეგირდები კონტინენტის პირველობისთვის ოლიმპიკის საცურაო აუზზე ვარჯიშობენ. 

 

ევროპის ჩემპიონატი 12 იანვარს დაიწყება. ჩვენი გუნდი D ჯგუფშია და წილისყრამ მეტოქედ საფრანგეთის, იტალიის და საბერძნეთის ნაკრებები არგო. აქვე გეტყვით, რომ ქართველი წყალბურთელები ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 14 იანვარს საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი მონტენეგროში გახლდათ, სადაც 3 ამხანაგური მატჩი ჩაატარა. პირველ თამაშში საქართველოს ნაკრები მასპინძელ გუნდთან 10:16 დამარცხდა, მეორე მატჩში საფრანგეთთან 9:12 წააგო, ბოლო თამაში კი გერმანიას 10:7 მოუგო.