ლოზანაში ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები დაიწყო

დღეს სტარტს მოციგურავეები აიღებენ

გუშინ, ლოზანაში,  ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. დღეიდან  ასპარეზობაში ქართველი მოციგურავეები ჩაერთვებიან.

 

გოგონების ერთეულთა თანრიგში ალინა ურუშაძე იასპარეზებს, რომელიც მსოფლიოს 15 საუკეთესო მოციგურავეს გაეჯიბრება. 12 წყვილი გამოვა მოცეკვავეთა თანრიგში. მათ შორის იულია ლებედევა-ბიწაძე და მიხაილ კაიგოროდცევი იქნებიან.

 

სპორტულ წყვილებში ლუკა ბერულავა და ალინა ბუტაევა იასპარეზებს. აქ ჯამში რვა წყვილი გამოვა. შეჯიბრება მოციგურავეთა შორის 15 იანვრამდე გასტანს.