ავსტრალიელი ფეხბურთელი ზვიგენმა იმსხვერპლა

21 წლის ფეხბურთელი ერიკ ბირიგიტი ზვიგენმა იმსხვერპლა. შემთხვევა მოხდა ავსტრალიის დასავლეთში, ესპერანსას პლაჟზე.

ბირიგიტი მეგობრებთან ერთად ერთობოდა, კატერით სეირნობდა, როცა ფეხი დაუცდა და ოკეანეში ჩავარდა. მეგობრები ფეხბურთელის ამოყვანას ცდილობდნენ, მაგრამ მას დიდი თეთრი ზვიგენი დაესხა თავს... მოგვიანებით კი ბირიგიტის სხეულის ნაწილები იპოვნეს. 

 

ბირიგიტის პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნევდნენ. აშშ–ში კოლეჯთა ლიგაში, ნიუ იორკის გუნდში ჩემპიონი გახდა და სამშობლოში უმაღლესი ლიგის ერთ–ერთ კლუბში აპირებდა კარიერის გაგრძელებას.