ჟოზე მუსას ითხოვს

კეინის შემცვლელი ლიონშია


ფრანგული ლიონის 23 წლის ფორვარდი მუსა დემბელე მალე, შესაძლოა, ტოტენჰემში აღმოჩნდეს. დეზების პორტუგალიელ თავკაც ჟოზე მოურინიუს ის თურმე ტრავმირებული ჰარი კეინის შემცვლელად ესახება. კეინი, ინგლისის ნაკრები მრისხანე შემტევი კი ამას წინათ ისე დაშავდა, აპრილამდე ვეღარ ითამაშებს. საოპერაციოაო. 

დემბელესთვის ინგლისური კლუბის ინტერესი უცხო არ უნდა იყოს. ტოტენჰემამდე მას ჩელსის, არსენალისა და მანჩესტერის აგენტები მიადგნენ, თუმც არაფერი გამოუვიდათ. ერთი პერიოდი დემბელეს გადაბირება იუვენტუსსაც სურდა. 

დემბელემ კარიერა სწორედ ინგლისში, ფულემში დაიწყო, მერე სელტიკში გადავიდა, საიდანაც შეიძინა კიდეც ფრანგულმა კლუბმა. მიმდინარე სეზონში მან 18 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.