ლოკომოტივმა ახალგაზრდა მცველები დაიმატა

თბილისის ლოკომოტივმა ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაიმატა: 18 წლის ცოტნე კაპანაძე რუსთავიდან და 19 წლის გიორგი ჯინჯოლავა ესპანური ბენიდორმიდან.

მარჯვენა მცველი კაპანაძეც და ცენტრალური მცველი ჯინჯოლავაც საბურთალოს აღზრდილები არიან. ნათამაშევი აქვთ საქართველოს 17 და 19–წლამდელთა ნაკრებებში.   კაპანაძეს თითქმის მუდმივი პრაქტიკა ჰქონდა რუსთავში, ჯინჯოლავას კი საბურთალოს მთავარ გუნდში რამდენიმე მატჩი აქვს ჩატარებული და ზაფხულამდე მეტწილად დუბლებში თამაშობდა. ჯინჯოლავას მარცხენა მცველადაც ხშირად აყენებდნენ.  

 

ლოკომოტივის ფოტო