50+1

რატომ არ არის ბუნდესლიგაში ბევრი ფული?


ბაიერნი ტრანსფერებზე 250 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს. ანუ, მომავალი სეზონიდან ბავარიელებს სხვა გუნდი ეყოლებათ... 
და რატომ არის ამდენი ფულის დახარჯვა აუცილებელი?

უკვე რამდენიმე წელიწადია საუბრობენ, გერმანიაში ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები თითქმის აღარ ჩანანო. პოლემიკა ისევ ბუნდესლიგის კლუბების მმათველობამდე მიდის. საქმე ეხება ეგრეთ წოდებულ 50+1-ს.

ეს წესი გერმანულ კლუბებში ინვესტორების ჩართულობას ზღუდავს. მთავარი მიზანი არაბული და ჩინური აგრესიული კაპიტალის შემოდინებისგან თავის დაცვაა. ასევე იმისთვის, რომ  კლუბები კორპორაციებად არ გადაიქცნენ. გამონაკლისი მხოლოდ სამია - ვოლფსბურგი, ლევერკუზენი (საქარხნო კლუბები) და ჰოფენჰაიმი, რომელშიც ვინმე დიტმარ ჰოპი დიდი ხანია ფულს დებს.

ამ წესის თანახმად, მინიმუმ 20 წლის განმავლობაში უნდა ხარჯო ფული და შემდეგ მიიღებ მსხვილი ინვესტიციის ჩადების უფლებას. ორიოდ წლის წინ, გერმანული კლუბების ევროთასებზე შედარებითი წარუმატებლობის გამო, ცხოველი პოლემიკა გაიმართა ამ წესში ბარიერის შემცირების შესახებ, რათა მსხვილ კორპორაციებს სშუალება  მიეცეთ კლუბების მართვაში მიიღონ მონაწილეობა. მაგრამ ამ წესის გადახედვა ჯერ ვერ ხერხდება. 

მაგალითად, 2018 წლის მარტში,  50+1-ის გაუქმების შესახებ იმსჯელეს, მაგრამ პირველი და მეორე ბუნდესლიგის 36 კლუბიდან, მხოლოდ ოთხმა დაუჭირა მხარი იდეას.

ანუ, ჩვეულებრივი ენით რომ ვთქვათ, სწორედ ეს წესი არ აძლევს გერმანულ კლუბებს ინგლისის, ესპანეთისა და პარიზის ფულის ტომრებთან კონკურენციის საშუალებას. ანუ ხელს უშლის გერმანული კლუბების ფინანსურ განვითრებას.

 


ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერი, რომელსც მრავალი წელი აქვს ნამუშევარი მენეჯერად ქვეყნის საფეხბურთო ლიგაში, საფეხბურთო კავშირში და ლევერკუზენში, 50+1-ის პროექტის ერთ-ერთი ფუძემდებელია და მიაჩნია, რომ 20-წლიანი ბარიერი იმისთვისაა მოგონილი, რომ ამ ხნის გასვლის შემდეგ, რეალურად მხოლოდ ისეთი კლუბები გადარჩებიან, რომლებსაც ძლიერი დამფინანსებლები ეყოლებათ. ვთქვათ, იგივე ლევერკუზენი, რომელშიც ფარმაცევტული ქარხნის ინვესტიციები საკლუბო ტრადიცია გახდა. 

მაგრამ არა მხოლოდ ადგილობრივ ქარხნებს სურთ გერმანულ ფეხბურთში ფულის ჩადება და 20 წლიანი ბარიერი პოტენციურ ინვესტორებს აფრთხობს.

ჰოლცჰოიზერს მაინც მიაჩნია, რომ 50+1 საჭირო პროექტია, რადგან კლუბებს საშუალებას აძლევს, კონკრეტულ ინვესტორზე არ იყვნენ დამოკიდებული და თუ მას კლუბის დაფინანსების სურვილი გაუქრა, გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ევროპის სხვა ქვეყნებში ხშირია ხოლმე ასეთი შემთხვევბი. ბუნდესლიგა კი ფინანსურად სტაბილურია. სტაბილურია, მაგრამ...