გერმანიამ ნიდერლანდები დიდი ანგარიშით დაამარცხა...
ავსტრია, ნორვეგიასა და შვედეთში, ვაჟთა შორის, ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. ჩემპიონატში 24 ნაკრები მონაწილეობს და 6 ჯგუფადაა დაყოფილი. ჯგუფების 2-2 გამარჯვებული 12 გუნდი 2 ჯგუფს შექმნის, აქედან პირველი 2-2 გუნდი კი ნახევარფინალში ითამაშებს.
პირველ დღეს უხვგოლიანობით ბელარუსისა და სერბეთის შეხვედრა გამოირჩა - 35:30 - ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი 9 გოლით ბელარუსელი არტიომ კარალიოკი გახდა.
ფავორიტმა ხორვატიამ მონტენეგროს 27:21 მოუგო, ესპანეთმა კი ლატვიას 33:22 სძლია.
დამაჯერებელი იყო გერმანელთა უპირატესობა, რომლებმაც ნიდერლანდების ნაკრების 34:23 მოუგო.
10 იანვარს კიდევ 6 შეხვედრა გაიმართება: ავსტრია - ჩეხეთი; საფრანგეთი - პორტუგალია; სლოვენია - პოლონეთი; ჩრ. მაკედონია - უკრაინა; ნორვეგია - ბოსნია ჰერცეგოვინა და შვედეთი - შვეიცარია.