ეკატერინე გორგოძე ნახევარფინალშია!

ეკატერინე გორგოძის მორიგი გამარჯვება

ავსტრალიაში, ბენდიგოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარია, ეკატერინე გორგოძემ კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა.

 

ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირზე მე-8 ნომრად განთესილ კრისტინა კუჩოვას ორ სეტში - 7:6; 6:3 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.

 

ეკოს შემდეგი მეტოქე მაგდალენა ფრეჩია, რომელსაც ბუკმეიკერები ერთხმად ფავორიტად აღიარებენ.

 

გორგოძე და ფრეჩი ერთმანეთს ერთხელ შეხვდნენ, 2015 წელს, სადაც პოლონელმა ორ სეტში გაიმარჯვა - 6:4; 7:5

 

სამწუხაროდ, ქართველი ჩოგბურთელი წყვილებში, რეკა-ლუკა იანისთან ერთად, უნგრელ ანა ბონდარსა და თურქ პემრა ოზმენთან დამარცხდა - 4:6; 6:3; 8:10