ლამპარდმა ჟირუს წასვლაზე ისაუბრა

ლონდონელთა თავკაცმა ფრანგის მოახლოებულ წასვლაზე ისაუბრა

ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა, ოლივიე ჟირუს შესაძლო წასვლაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ფრანგი ფორვარდით მილანის ინტერი და გლაზგოს რენჯერსი ინტერესდებიან, თუმცა ფავორიტებად იტალიელები ითვლებიან - ინტერი 33 წლის ფრანგს 2,5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. ჟირუს კანდიდატურით მილანელთა თავკაცი, ანტონიო კონტე პირადად არის დაინტერესებული.

 

"როგორც ჩემთვის ცნობილია, მისმა აგენტმა კლუბთან უკვე ისაუბრა, მაგრამ არაფერია გადაწყვეტილი - ის ჩელსის ფეხბურთელია. თუკი შემოთავაზებული პირობები ყველას დააკმაყოფილებს, მას აუცილებლად განვიხილავთ და ოლივიე გუნდს დატოვებს", - თქვა ინგლისელმა სპეციალისტმა.

 

შეგახსენებთ, ჟირუ ჩელსიში 2018 წლის ზამთარში არსენალიდან გადაბარგდა. ლურჯების შემადგენლობაში მან ინგლისის ასოციაციის თასი და ევროპის ლიგა მოიგო. გასულ სეზონში ის 11 გატანილი გოლით ევროპის ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.