სუარესს მუხლის ოპერაცია დასჭირდება

ურუგვაელს 6 კვირა გაუცდება

ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონას ფორვარდი, ლუის სუარესი, რამდენიმე კვირის განმავლობაში მუხლის ტრავმით თამაშობდა - შექმნილი დისკომფორტის გამო ურუგვაელი სათანადოდ ვერ ირჯება.

 

11 იანვარს 32 წლის შემტევი სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ცნობილი ესპანელი ქირურგი, რამონ კუგატი, ურუგვაელის მუხლის მდგომარეობას შეისწავლის. სავარაუდოდ, ბარსელონას ფორვარდს მარჯვენა ფეხზე ოპერაცია დასჭირდება.

 

ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში კატალონიური გრანდი სუარესს 6 კვირით დაკარგავს.

 

შეგახსენებთ, გასული სეზონის ბოლოს ურუგვაელმა მუხლზე ოპერაცია უკვე გადაიტანა - მაშინ სუარესმა ლივერპულთან შეხვედრის დროს მუხლის დაზიანება მიიღო.