ტორპედო და იტალიელები: შეხვდნენ, ილაპარაკეს...

რა სიახლეებია ქუთაისის ტორპედოში? 

შევიტყვეთ, რომ იტალიელები (კლუბის პოტენციური ინვესტორები) ქალაქის მერიის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ეს მოხდა გუშინ. როგორ წარიმართა მოლაპარაკებები და რაზე შეთანხმდნენ, ამას ჯერ არ ახმაურებენ, მაგრამ ერთი კი გავიგეთ: ორშაბათს ქუთაისის მერია განცხადებას გააკეთებს.

 

ტორპედოს ვალი დაახლოებით 3 მილიონ ლარამდეა. კლუბიდან თითქმის ყველა წამყვანი ფეხბურთელი წავიდა.

 

ვნახოთ, რა მოხდება. 

ტორპედოს პრესსამსახურის ფოტო