Heraldo: პაპუნაშვილი კლუბს იცვლის, ლიგას - არა

გიორგი პაპუნაშვილს არაერთი მსურველი ჰყავს, მაგრამ როგორც ჩანს, ერთი ფავორიტი გამოიკვეთა: სანტარდერის რასინგი.

24 წლის ქართველმა უარი თქვა ესტრემადურასა და პანათინაიკოსზე. რასინგის ვარიანტი ადრეც განიხილებოდა, მაგრამ ფინანსურ მხარეზე ვერ მორიგდნენ, ხოლო ამჯერად სანტარდერის კლუბმა უკეთესი პირობები შესთავაზა ქართველს. ესპანური პრესის (მათ შორის, Heraldo) ცნობით, ტრანსფერზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

 

მანამდე კი გიორგი სარაგოსას ესპანეთის თასზე დაეხმარება. დღეს არაგონელები ხიმნასტიკს ხვდებიან.

 

რასინგიც სეგუნდა დივიზიონის კლუბია და ბოლოსწინა ადგილზეა. სარაგოსასავით ვერა, მაგრამ მაინც ტრადიციული კლუბია, ლა ლიგაშიც ხშირად იყო.