დინამომ ლეგენდების ტურნირზე 2 მატჩი გამართა

ქართველი ფეხბურთელები ჯგუფის ბოლო მატჩს შალკე 04-ის წინააღმდეგ ჩაატარებენ

ბერლინში მიმდინარე ლეგენდების ტრადიციულ ტურნირზე, თბილისის დინამოს ვეტერანთა გუნდმა 2 შეხვედრა გამართა. პირველ თამაშში ჩვენი თანამემამულეები ლევერკუზენის ლეგენდებს დაუპირისპირდნენ და 4:2 დაამარცხეს. გოლები ალექსანდრე იაშვილმა (2), კახა კალაძემ და ოთარ მარცვალაძემ გაიტანეს.

 

მეორე მატჩში ქართველები დორტმუნდის ვეტერანებს შეხვდნენ და 2:3 დამარცხდნენ. თითო გოლით თავი ალექსანდრე იაშვილმა და ლაშა სალუქვაძემ გამოიჩინეს. 

 

დინამოს ჯგუფში 3 ქულა აქვს და მესამე თამაშს ხვალ, შალკე 04-ის წინააღმდეგ გამართავს.