ქართულ-უკრაინული 1/2 ფინალი ჩხუბის გამო ჩაიშალა (ვიდეო)

ზურაბ ერბოწონაშვილს ფინალამდე ცოტა დააკლდა (ვიდეო)

თურქეთში ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას ქართველი სპორტსმენებიც იღებენ. 1/2 ფინალში ზურაბ ერბოწონაშვილი 79 კგ წონით კატეგორიაში უკრაინელ ზაგარიევს ამარცხებდა და ფინალსაც უახლოვდებოდა, თუმცა ასპარეზობიდან ორივე მათგანი მოიხსნა. საქმე იმაშია, რომ ჭიდაობის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე, სპორტსმენებს შორის ჩხუბი მოხდა, რაც გუნდურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 

ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ჩხუბი უკრაინელის პროვოცირებულია. მას მხარი მისმა მწვრთნელმაც აუბა, რასაც საპასუხო რეაქცია საქართელოს ნაკრების თავკაცისგან გიორგი იანტბელიძისგანაც მოჰყვა.