ვიდალს ინტერში გადასვლა სურს

ინტერს ვარსკვლავები სურს

ინტერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში ორი ფეხბურთელისთვის იბრძვის, ესენი კრისტიან ერიკსენი და არტურო ვიდალი არიან. იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა დანიელი ფეხბურთელის აგენტს უკვე შეხვდა, ჩილელის სანაცვლოდ კი ბარსელონას წინადადებაც შესთავაზა - იჯარის წესით სეზონის ბოლომდე 3 მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო შემდეგ 15 მილიონ ევროდ გამოისყიდის.

 

ბარსელონა 32 წლის ფეხბურთელში 20 მილიონ ევროს ითხოვს. ვიდალს გული იტალიისკენ მიუწევს და ძალიან უნდა კონტეს ხელმძღვანელობით ითამაშოს.

 

მიმდინარე სეზონში არტურომ ყველა ტურნირში მონაწილეობა 20 შეხვედრაში მიიღო, 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა.