იანვრის ბაშო დაიწყო - ტოჩის თვითრწმენა აკლია

გამარჯვება შეიძლებოდა...

2020 წლის ჰაცუ (იანვრის) ბაშოს პირველ დღეს, მე-6 მაეგაშირა ტოჩინოშინი მე-7 მაეგაშირა შოჰოძანს დაუპირისპირდა. მართალია, ქართველი სუმოტორი მოწინააღმდეგესთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას ფლობდა (14:7), თუმცა ეს შეხვედრა მისთვის წარმატებული არ გამოდგა - შოჰოძანმა ჩვენებური დოჰიოდან იორიკირის კიმარიტეთი გაიყვანა