ერიკსენმა კონტრაქტი შეათანხმა

კონტრაქტი ძალაში 2024 წლამდე იქნება

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერმა კრისტიან ერიკსენთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა, რომელიც ძალაში 2024 წლამდე იქნება, მისი ხელფასი კი წელიწადში 7,5 მილიონი ევროთი განისაზღვრება.

 

მიმდინარე სეზონში, პრემიერლიგაში ერიკსენმა მონაწილეობა 17 შეხვედრაში მიიღო, სადაც ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც შეასრულა, ჩემპიონთა ლიგაში კი, 5 მატჩში მის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია. დანიელს ტოტენჰემთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში უმთავრდება.