ჯიმი მზადაა

ჯიმი ტაბიძემ ტრავმა მოირჩინა და რუსულ უფას შეკრებაზე გაჰყვა. 

უფა კვიპროსზე მოემზადება. გუნდთან ერთადაა 22 წლის შემტევი ნიკოლაი გიორგობიანიც, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. მასზე ადრე ვრცლად დავწერეთ.

 

ტაბიძემ ნოემბრის დასაწყისში ტრავმა მიიღო. ერთი შეხედვით მძიმე ტრავმა ჩანდა, მაგრამ საბედნიეროდ, გამოკვლევამ სხვა დიაგნოზი აჩვენა. ჯიმის ბოლო ორი სანაკრებო მატჩი გაუცდა. თუმცა გაზაფხულზეც მოუწია იძულებითმა დასვენებამ, როცა შვეიცარიასთან შეხვედრისას ტვინის შერყევა მიიღო.