სანდრო ბაზაძემ გრან პრიზე ბრინჯაო მოიპოვა

ქართველმა მეოთხედფინალში მსოფლიოს ჩემპიონს სძლია 

სანდრო ბაზაძემ კანადის ქალაქ მონრეალში, ხმლით ფარიკაობის გრან პრის მეოთხედფინალში, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს სძლია. ბაზაძემ სამხრეთკორეელი სანგუკ ოჰი 15:14 დაამარცხა. აზიელი შეხვედრას 14:12-ს იგებდა, რა დროსაც სანდროს ხმალი ხელში მოხვდა და ექიმის დახმარება დასჭირდა.
მცირე პაუზის შემდეგ, ქართველმა მოფარიკავემ მეტოქეს ზედიზედ 3 ქულა აუღო და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც იტალიელ ლუკა კურატოლისთან 9:15 წააგო.


იქამდე ბაზაძემ მიხეილ მარდალეიშვილი (საქართველო), ენვერ ილდირიმი (თურქეთი) და შანად გემესი (უნგრეთი) დაამარცხა.


შედეგად, ბაზაძემ 2020 წლის პირველი გრან პრი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.