პაპუნაშვილმა ესპანეთში კლუბი შეიცვალა

ქართველმა ახალ გუნდთან კოტრაქტს ხელი მოაწერა...

გიორგი პაპუნაშვილი სარაგოსას დაემშვიდობა და 2020 წლის 30 ივნისამდე კონტრაქტს ხელი რასინგთან მოაწერა, რასაც კლუბის ოფიციალური საიტი გვამცნობს. 

 

 

პაპუ მესამე ადგილზე მყოფი გუნდიდან ბოლოს წინა ადგილზე მყოფ გუნდში გადაბარგდა, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის... 

 

მიმდინარე სეზონში, ლა ლიგა 2-ში, გიორგიმ 11, კოპა დელ რეის გათამაშებაში კი 2 მატჩი ჩაატარა. ყველა ტურნირზე, ქართველის ანგარიშზე - ორი გოლია...

 

რასინგის მდგომარეობა უიმედო არ არის, მათ მე-16 ადგილზე მყოფ მალაგასთან მხოლოდ 4 ქულა აშორებთ...