თორუპი ჩაკვეტაძეზე: ეს ძალიან კარგი ამბავია

გენტის მწვრთნელმა იეს თორუპმა შეკრებაზე და ინგლოშტადთან 3:2 მოგებულ შეხვედრაშიც ახალი ტაქტიკური სისტემა გამოიყენა. 

ეს იმიტომ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ითამაშა. თორუპმა განაცხადა, რომ კანადელ დავიდთან და ქართველ ჩაკვეტაძესთან ერთად 4–4–2 სისტემასაც ხშირად მიმართავს.     

 

„ჩაკვეტაძეს საუკეთესო ფორმისთვის ჯერ არ მიუღწევია, თუმცა სათამაშო აზროვნება მაღალ დონეზე აქვს. რამდენიმე კვირის წინ ასეთ ფორმაში ვერ იყო. წელიწადნახევრის წინ გიორგი ჩვენი ოქროს ბიჭუნა გახდა, მაგრამ დიდი ხნით დაშავდა. მისი დაბრუნება ძალიან კარგი ამბავია“ – თქვა გენტის დანიელმა მწვრთნელმა.