ბოატენგი იტალიაშიც ახსენეს

გერმანელ მცველს მსურველი შეემატა

ჟერომ ბოატენგმა კარიერა შესაძლოა იტალიაში გააგრძელოს. გერმანული პრესის ცნობით, ბაიერნის მცველით მილანია დაინტერესებული. გეტყვით იმასაც, რომ როსონერი მის შეძენას ზამთარში შეეცდება.

 

აღსანიშნავია, რომ ბოატენგის დამატება რამდენიმე გუნდს სურს. 31 წლის მცველით პსჟ, მანჩესტერი და არსენალიც არიან დაინტერესებულები. ყველაზე მეტად სწორედ მეთოფეები აქტიურობენ. ლონდონური გუნდი მზადაა ჟერომის სანაცვლოდ ბაიერნს 15 მილიონი ევრო გადაუხადოს.

 

ბოატენგი ჰერტას აღზრდილია. დედაქალაქური გუნდის შემდეგ იყო ჰამბურგი და მანჩესტერ სიტი, 2011 წლიდან კი ბაიერნის ღირსებას იცავს. სათქმელია, რომ მე-17 ნომრის სათამაშო დრომ მოიკლო. ამ სეზონში ფეხბურთელმა რეკორდმაისტერთა მაისურა 15 შეხვედრაში მოირგო.