საფრანგეთი ევროპას ნაადრევად დაემშვიდობა

ფრანგებმა ზედიზედ 2 მატჩი წააგეს და მეორე ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგეს

ხელბურთის ევროპის ჩემპიონატს ემშვიდობება საფრანგეთის ნაკრები - გუნდი, რომელიც 2015 წელს სამივე სანაკრებო ტიტულის მფლობელი იყო, მაგრამ ახლა ზედიზედ წააგო 2 მატჩი და მეორე ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა.

 

პორტუგალიასთნ წაგების შემდეგ საფრანგეთი დამარცხდა ნორვეგიასთანაც - 26-28. სანდერ საგოსენმა 10 გოლი გაიტანა, ხოლო მეკარე ბერგერუდმა ფრანგების 18 დარტყმა მოიგერია. უკვე მეორე ეტაპზე არიან პორტუგალია, ვინც 27-24 მოუგო ბოსნიას და ნორვეგია - ისინი ხვალ ერთმანეთთან მატჩში გაარკვევენ, ვინ დაიწყებს მეორე ჯგუფურ რაუნდს 2 ქულით.

 

B ჯგუფში 4 ქულითაა ერთ-ერთი მასპინძელი ავსტრია, რომელმაც უკრაინას მოუგო 34-30, ჩეხეთმა 27-25 დაამარცხა მაკედონია და ბრძოლის გაგრძელების არგი შანსი მიიღო, თუმცა აქ გარკვეული არაფერია - არც ავსტრიას გაუნაღდებია მეორე ეტაპზე გასვლა და არც უქულო უკრაინას დაუკარგავს შანსი. ყველაფერს ავტრია-მაკედონიისა და უკრაინა-ჩეხეთის ხვალინდელი მატჩები გაარკვევს.

 

ასეთივე სიტუაციაა F ჯგუფში, რომლის მასპინძელი და წინა ჩემპიონატის ფინალისტი შვედეთი 19-21 დამარცხდა სლოვენიასთან. სლოვენიელებს გუნდში ჰყავთ ყველა ლიდერი - ბომბაცი, დოლენეცი, ზარაბეცი და უკვე ჯგუფის ფავორიტები არიან, თუმცა წინ აქვთ მატჩი შვეიცარიასთან, რომელმაც 31-24 მოუგო პოლონეთს, ხოლო ამ 27 გოლიდან 15 ანდრე შმიდმა გაიტანა.

 


 

ამგვარად, ჯერჯერობით ცნობილია მეორე ეტაპის 3 მონაწილე: ხორვატია, პორტუგალია და ნორვეგია.

 

დღეს მორიგი 6 მატჩია. პირველ ეტაპს ასრულებენ A და C ჯგუფის გუნდები, ხოლო F ჯგუფში მეორე ტურის მატჩებია.

 

 

მომზადებულია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის გვერდის მიხედვით