ცხრა!

სუპერზიზუ


ზინედინ ზიდანი ფინალებს არ აგებს, უფრო სწორად მისი მადრიდის რეალი, თორემ სხვა გუნდი დიდ ფრანგს ჯერ არც გაუწვრთნია.

წუხელ, ზინედინ ზიდანმა რეალს მეცხრე ტიტული მოაგებინა - ამჯერად ესპანეთის სუპერთასი, რომელიც ახლებური ფორმატით რეალის, ატლეტიკოს, ბარსელონასა და ვალენსიას მონაწილეობით საუდის არაბეთში ჩატარდა. 

 

 

ფინალში სამეფო კლუბმა თანაქალაქელი ატლეტიკო პენალტების სერიით დაამარცხა. 
ისე, საინტერესოა, რომ ზიდანის წასვლის შემდეგ რეალმა ევროპის სუპერთასისთვისაც ითამაშა, მაგრამ 2018 წელს ფრანგის გარეშე და ხულელ ლოპეტეგის ხელში, ტალინში, იმავე ატლეტიკოსთან დამატებით დროში დათმო.