სტადიო სასაკლაო

ძანიოლომ და დემირალმა სეზონი დაამთავრეს

ორი მძიმე ტრავმით დასრულდა სერია A-ს წუხანდელი რომა - იუვენტუსი. მატჩი, რომელიც სტადიო ოლიმპიოკოზე შედგა, სტუმრებმა 2:1 მოიგეს და სატურნირო ცხრილის კენწეროში აინაცვლეს, ნაადრევად დაასრულეს მასპინძელთა 20 წლის შემტევმა ნიკოლო ძანიოლომ და ტურინელთა 21 წლის მცველმა მერიჰ დემირალმა. საინტერესოა, რომ ორივე ფეხბურთელმა ჯვარედინი იოგები დაიწყვიტა, რასაც მენისკის დაზიანება დაემატა. 

 

 

ორივე ფეხბურთელი საოპერაციო, ორივეს ერთნაირი მკურნალობა მოუწევს და ორივე დაახლოებით ექვს თვეს გამოტოვებს, რაც მათთვის სეზონის დამთავრებას ნიშნავს. 
„უფრო ძლიერი და მოტივირებული დავბრუნდები“, - დაწერა სოციალურ ქსელში რომას შემტევმა, რომელსაც იქვე პოლონეთის ნაკრებისა და ნაპოლის თავდამსხმელი არკადიუშ მილიკი გამოეხმაურა, -შევხვდებით ევროპის ჩემპიონტაზე, - მისწერა პოლონელმა ძანიოლოს. 

რაც შეეხება დემირალს, ის იუვენტუსში 2019 წელს სასუოლოდან 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. სულ 4 მატჩის ჩატარება მოასწრო და რომას პირველი გოლი სწორედ მან გაუტანა.