ზამთრის თასი ბათუმში (+კალენდარი)

დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასი წლეულს ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება განახლებული ფორმატით. 

19 იანვარს იქნება ლეგენდების ტურნირი ექვს გუნდს შორის: საქართველო, ესპანეთი, უკრაინა, თურქეთი,  უეფა, ფიფა. როგორც იცით, ვეტერანები ითამაშებენ.

 

A ჯგუფი - ესპანეთი, უკრაინა, თურქეთი

 

B ჯგუფი – საქართველო, უეფა, ფიფა

 

ზამთრის თასი უკვე ყოველწლიური გახდა და აქამდე თბილისის სპორტის სასახლე მასპინძლობდა. ლეგენდათა ტურნირზე ორჯერ საქართველო გახდა ჩემპიონი, ერთხელ კი – თურქეთი.

 

პარალელურად ტურნირი გაიმართება 15–წლამდელთა გუნდებს შორისაც. ეს 18–19 იანვარს. რაც შეეხება ეროვნული ლიგის გუნდებს შორის ტურნირს, წლეულს აღარ შედგება.