რამოსმა ლაზარეთში გადაინაცვლა

ესპანელს იძულებითი დასვენება მოუწევს

ესპანეთის სუპერთასის ფინალში ერთმანეთს რეალი და ატლეტიკო შეხვდნენ. მატჩი 11 მეტრიანის სერიამდე მივიდა გამარჯვება კი ზიდანის გუნდს დარჩა.

 

ესპანური მედიის ცნობით, სერხიო რამოსმა მადრიდულ დერბიში ტრავმა მიიღო. ბოლო ინფორმაციით, მე-4 ნომერმა ტერფის დაზიანება მიიღო და დაახლოებით 2 კვირით დააკლდება გუნდს. შეგახსენებთ, რომ მადრიდულ დერბიში გადამწყვეტი პენალტი სწორედ გამოცდილმა მცველმა შეასრულა.

 

რაც შეეხება რეალს, ზიდანის გუნდი 40 ქულით მეორე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრაში ბლანკოსი ლა ლიგაში სევილიას შეხვდება.