გოშაძე კარიერას თელავში გააგრძელებს

23 წლის მეკარე დებიუტანტებს შეუერთდა

ოთო გოშაძე თელავის ფეხბურთელია. ამის შესახებ კლუბის ფეისბუქ გვერდიდან შევიტყვეთ. ცნობილია, რომ 23 წლის მეკარემ ახალ გუნდთან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

 

შეგახსენებთ, რომ გოშაძე ბოლოს ბოლნისის სიონში თამაშობდა, მისი ყოფილი გუნდი კი ეროვნული ლიგიდან გავარდა და ოთომაც გუნდი დატოვა.

 

გოშაძე საბურთალოს აღზრდილია და ყველა ასაკობრივი გუნდის კარი აქვს დაცული. მშობლიური კლუბის გარდა იგი თბილისის დინამოს, ბათუმის დინამოს და როგორც უკვე გითხარით სიონის რიგებშიც გამოდიოდა.

 

რაც შეეხება თელავს, რევაზ გოცირიძის გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ში გამოდიოდა და მე-3 ადგილზე გავიდა, პლეი-ოფში კი რუსთავს შეხვდა და 2 მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა.

 

ფოტო: სალომე ბალახაშვილი