ჟოზე: იდიოტი არ გეგონოთ, ყველაფერს ვხვდები

კრისტიან ერიკსენი მილანის ინტერთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, საკუთარი გუნდის ნახევარმცველზე, კრისტიან ერიკსენზე ისაუბრა.

 

"თუ მკითხავთ, არის თუ არა ერიკსენი საუკეთესო, გულწრფელად გიპასუხებთ - არა. რა არის ამის მიზეზი? დიდი ხანია, რაც ფეხბურთით ვარ დაკავებული. იდიოტი არ გეგონოთ - რა თქმა უნდა, ყველაფერს ვხვდები. მესმის, კრისტიანი ამჯამად შესაფერის სიტუაციაში არ იმყოფება. ბუნებრივია, რომ ახლა ის მაღალ დონეზე არ თამაშობს. მიუხედავად ამისა, გუნდისთვის სარგებელი მას მაინც მოაქვს", - თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

 

შეგახსენებთ, კრისტიან ერიკსენი მილანის ინტერთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, იანვრის სატრანსფერი ფანჯრის დროს დანიელი ნახევარმცველი მილანურ გრანდში გადავა.