პსჟ-მ მარკინიოსს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ბრაზილიელმა ტუხელის გუნდს უერთგულა

პსჟ-მ მარკინიოსს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. განახლებული ხელშეკრულების თანახმად, 25 წლის ფეხბურთრლი ფრანგულ გუნდში 2024 წლის ივნისამდე ითამაშებს. 

 

 

ბრაზილიელი მცველი კორინთიანსის აღზრდილია. მშობლიური გუნდიდან იგი რომაში გადავიდა, 2013 წელს კი პსჟ-ს მიაშურა. ლიგა 1-ის ბინადრებთან ერთად მან საფრანგეთის ჩემპიონატი (5), თასი (5), სუპერთასი (5) და ლიგის თასი (5) მოიგო. 

 

ტუხელის შეგირდებს 46 ქულა აქვთ და ცხრილის სათავეში არიან. მომდევნო ტურში დედაქალაქელები მონაკოს შეხვდებიან.