ერიკსენმა კონტრაქტი შეათანხმა

დიდი ალბათობით მალე და ყველაფერი გაოფიციალურდება

The Times-ის ინფორმაციით, კრისტიან ერიკსენი კარიერას ინტერში გააგრძელებს. აღნიშნული წყარო გვამცნობს, რომ დანიელმა ნერაძურისთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ყველაფერი მალე გაოფიციალურდება. 

 

როგორც ცნობილია, ერიკსენმა ინტერთან 4 წლიან კონტრაქტზე მოილაპარაკა და კვირაში 100 ათას ფუნტს მიიღებს. რაც შეეხება ტოტენჰემის პოზიციას, ლონდონელები დანიელის გასხვისების წინააღმდეგნი არ არიან და მზად არიან ფეხბურთელს 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიონ. 

 

 

ერიკსენი ტოტენჰემში 2013 წლის ზაფხულში აიაქსიდან გადავიდა. ბოლო დროს მისი სახელი არაერთ გუნდს დაუკავშირეს, თუმცა როგორც უკვე გამცნეთ, ფეხბურთელმა არჩევანი ინტერზე შეაჩერა. 27 წლის შემტევმა ამ სეზონში 25 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.