ატლეტიკოს გეგმა B

ჩოლო თავდასხმის გაძლიერებას აუცილებლად აპირებს...

იანვრის სატრანსფერო ბაზარზე, ატლეტიკოსთვის პრიორიტეტული ედინსონ კავანის დამატებაა, თუმცა თუ ეს გარიგება არ განხორციელდა, ისინი ალექსანდრ ლაკაზეტის შეძენაზე გადაერთვებიან.

 

დიეგო სიმეონემ ურუგვაელ ფორვარდს კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ, როგორც ჩანს, პსჟ-ს არ სურს სეზონის ბოლომდე ფეხბურთელს შეელიოს.

 

მადრიდელები ფიქრობენ, რომ კავანის ან ლაკაზეტის ტრანსფერში ტომას ლემარის ჩართვასაც შეძლებენ.