მიცვალებული მოდის - მკვდარმა ცსკამ რეალი მოკლა

ალბათ, რეალი რეგულარულს რუსულ კლუბზე უკეთესი შედეგით დახურავს, მაგრამ ეს ბრძოლა ცსკამ წამოიღო.

მოსკოვის ცსკა ევროლიგის მოქმედი ჩემპიონია. და, ევროლიგის მოქმედ ჩემპიონს ევროპის საუკეთესო გუნდთან სამი ლიდერი აკლდა.

რეალთან საკუთარ დარბაზში ცსკა-მ უილ კლაიბერნის, იანის შტრელნიექსის და დენი ჰაკეტის გარეშე ითამაშა.

და, 60:55 მოიგო.

ცსკამ წამოიღო თამაში, რომლის დროს 13 ქულას აგებდა და რეალი, უბრალოდ, დომინირებდა. რაღაც მომენტში, რეალმა მოუშვა ლასო და ცსკამ სტუმარს დაარტყა.

რეალი წამოდგა.

და, კიდევ ერთი დარტყმა მიიღო.

ცსკა-მ კიდევ ერთხელ გაისროლა და რეალი უკვე ნოკდაუნშია.

დიდი შესვენების შემდეგ იყო ჩეხვა და ამ დროში რეალმა მხოლოდ 22 ქულა დააგროვა. რეალსაც ჰყავს ტრავმირებულები (ენტონი რენდოლფი, რუდი ფერნანდესი), მაგრამ ცსკა-ს დანაკლისი უფრო მნიშვნელოვანია.

ბოლო მეოთხედში იყო ბევრი სისხლი და შეუხორცებელი ჭრილობები. ბოლო მეოთხედში მაიკ ჯეიმსმა (19 ქულა, 18/6 ზუსტი სროლა, მარგი ქმედების უჩვეულოდ დაბალი (9) მაჩვენებელი) ბევრი შეცდომა დაუშვა და მაინც, ჩემპიონის ფანებს უფრო მისი ზუსტი სროლები ახსოვთ.

ცსკა-ს უფრო უნდოდა ამ მატჩის მოგება. გუნდი კვდებოდა ყველა ეპიზოდისთვის და გუნდმა რეალს მტკივნეულად დაარტყა.

ალბათ, რეალი რეგულარულს რუსულ კლუბზე უკეთესი შედეგით დახურავს, მაგრამ ეს ბრძოლა ცსკამ წამოიღო.

შემდეგ ტურში რუსული მანქანა ევროპის საუკეთესო ფორვარდს - თორნიკე შენგელიას გატესტავს. ველოდებით.