ირაკლი ხოშტარიას იდეალური თამაში

მწვრთნელი ყველა ეპიზოდს აკონტროლებდა, განიცდიდა, ბოლომდე იყო ჩართული თამაშში.

ორი წლის წინ, როდესაც დინამო ქუთაისში საჩემპიონო სერიის მესამე მატჩისთვის ემზადებოდა, დინამოს პრეზიდენტს, ვატო ნაცვლიშვილს ვკითხე, გადაცემა 5/5-ის გადამღებმა ჯგუფმა თქვენს სათადარიგოებთან რომ იტრიალოს, გუნდს ხელი ხომ არ შეეშლება-მეთქი?

ალბათ, არა, არ შეეშლება, მაგრამ მიდი რა, მაინც ხოშტარას დაელაპარაკე, მიპასუხა ნაცვლიშვილმა.

ირაკლი ხოშტარია დინამოს მთავარი მწვრთნელი იყო. რომელსაც ტიტული ჰქონდა დასაცავი. უკვე ოდნავ განსხვავებული გუნდით.

არ არის პრობლემა, გადაიღეთ, ისე, რომ ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთო, იყო ირაკლის პასუხი.

მოსულა. მე დინამოს და შეცვლაზე შემსვლელთა სკამს შორის მოვთავსდი.

და, ირაკლის მიერ წაყვანილი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ვნახე.

ხოშტარია არ ნერვიულობდა. ის გეგმით მიდიოდა. ამ გეგმას რომ არ ემუშავა, ის არაფერს არ შეცვლიდა. მწვრთნელი ბოლომდე ენდობოდა საკუთარ თავს, ასისტენტებს და რაც მთავარია, გუნდს. მთელი შემადგენლობით. ხოშტარიას შედეგი უნდოდა და ხოშტარიამ ეს შედეგი მიიღო.

მწვრთნელი ყველა ეპიზოდს აკონტროლებდა, განიცდიდა, ბოლომდე იყო ჩართული თამაშში.

ხოშტარიამ ყველა ჯარიმის დროს მოხაზა ის, რაც დინამოსთვის მინუსი იყო და გუნდი უკეთ აკონტროლებდა პროცესს, აღარ უშვებდა იდენტურ შეცდომებს.

ეს იყო ძალიან ძლიერი მწვრთნელის იდეალური თამაში. ხოშტარიას მასტერკლასი.

წერტილოვანი ცვლილებები ირაკლისგან და დინამომ არ გაძლო, დინამომ ქუთაისს ქუთაისში ყველაფერში მოუგო. კალათბურთში მოუგო. მორჩა, სერია დაიხურა, დინამომ ტიტული დაიცვა.

ის დინამო ძალიან ძლიერი იყო.

და, დინამოს საუკეთესო მოთამაშე გახლდათ გუნდის მთავარი მწვრთნელი, რომელმაც მატჩი შეცდომის, დაკარგვის გარეშე დაასრულა.