კავანის საქმეში დირექტორი ჩაერია

ურუგვაელი მადრიდში მიჰყავთ

ატლეტიკოს გენერალური მდივანი ამ დილით პარიზს ესტუმრა და პსჟ-ს ხელმძღვანელობასთან ედინსონ კავანის ტრანსფერის თაობაზე საბოლოო მოლაპარაკებას გამართავს. კერძოდ, ის ფრანგული გრანდის მფლობელ ნასირ ელ ხელაიფის შეხვდება და ურუგვაელის გაყიდვის თაობაზე დაელაპარაკება. 

 

შეგახსენებთ, რომ ამ ზამთარს ატლეტიკოს მთავარი სამიზნე სწორედ კავანი არის, თუმც პსჟ-ში ეიმედებათ, ურუგვაელს გუნდისთვის სარგებელის მოტანა კიდევ შეუძლია და მეორე წრიდან სტაბილურად ათამაშდებაო.

 

ამ სეზონში კავანიმ 9 შეხვედრა ჩაატარა და სულ 2 გოლი გაიტანა. 

 

ატლეტიკოს დირექტორის პარიზული ვიზიტი კი ტყუილად არ დაიგეგმებოდა.