საბურთალო ახალი სეზონისთვის ემზადება

დედაქალაქელები თურქეთში გაემგზავრნენ

თბილისის საბურთალო 14 იანვარს სიდეში გაემგზავრა, სადაც ახალი სეზონისთვის მზადებას გააგრძელებს. აღნიშნულ შეკრებაზე გუნდი ამხანაგურ მატჩებს არ გამართავს. საბურთალოელები ფიზიკური კონდიციების ამაღლებას უთმობენ დროს. გია ცეცაძის ხელმძღვანელობით გუნდი თურქეთში 23 იანვრამდე დარჩება, შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება და ადგილზე გააგრძელებს მზადებას. დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს გუნდი 1-14 თებერვალს ვალენსიაში გაივლის, სადაც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

 

საბურთალო თურქეთში 23 ფეხბურთელით გაემგზავრა. აღსანიშნავია, რომ გუნდს განათხოვრებული ფეხბურთელები დაუბრუნდნენ, გურამ გოშთელიანი დილადან და ცოტნე ნადარაია ტორპედოდან. საბურთალოს ახალწვეულიც ჰყავს, ცეცაძის გუნდს ხუჯანდადან 28 წლის მეკარე დავით კუპატაძე შეუერთდა.

 

საბურთალო შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელებით გაემგზავრა.

 

ლაზარე კუპატაძე, თორნიკე მეგრელიშვილი, დავით კუპატაძე, ბექა ქავთარაძე, იური ტაბატაძე, ლევან მაჭარაშვილი, ანრი ჭიჭინაძე, თედორე გრიგალაშვილი, ცოტნე ნადარაია, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, ბექა ხარაიშვილი, გიორგი გულიაშვილი, დაჩი ცნობილაძე, ნიკოლოზ მალი, გიორგი კოხრეიძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გურამ გოშთელიანი, სანდრო ალთუნაშვილი, ელვინ ტერა, ლევან კაკუბავა, ლევან ყენია, გიორგი გაბედავა

 

ფოტო: საბურთალოს ფეისბუქ გვერდი