მესი: ჩემი და რონალდუს დუელი ხალხს მუდამ ემახსოვრება

ჩვენ განსაკუთრებული დაპირისპირება გვქონდა

ბარსელონას თავდამსხმელმა ლეო მესიმ, მისი და კრიშტიანუ რონალდუს მეტოქეობაზე ისაუბრა. არგენტინელმა ის პერიოდი გაიხსენა, როცა 34 წლის გოელადორი რეალში თამაშობდა.

 

„მე და კრიშტიანუს განსაკუთრებული დუელი გვქონდა, ჩვენი დაპირისპირება ხალხს ყოველთვის ემახსოვრება. მრავალი წელი ასეთ მაღალ დონეზე თამაში ადვილი ნამდვილად არ არის. გარდა ამისა მსოფლიოს საუკეთესო გუნდებში ვთამაშობდით, როცა ერთმანეთს ვხვდებოდით.

 

ხალხს მუდამ აინტერესებდა ჩვენი სპორტული დუელი. ისიც სათქმელია, რომ მოედანს მიღმა მე და კრიშტიანუს არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს,“-თქვა 32 წლის ფეხბურთელმა.