რეალი ვან დე ბეკს ზაფხულში გაიფორმებს

მადრიდელებმა იუნაიტედს აჯობეს

გავლენიანი ჰოლანდიური გამოცემის, De Telegraaf-ის საფეხბურთო რედაქციის ხელმძღვანელმა, ვალენტეინ დრისენმა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა - ჟურნალისტის ცნობით, აიაქსის ნახევარმცველი, დონი ვან დე ბეკი ზაფხულში რეალის ფეხბურთელი გახდება.

 

"ამ ზამთარს ის რასად წავა, მაგრამ დაზუსტებით ვიცი, რომ სეზონის დასრულების შემდეგ დონი რეალს შეუერთდება. ყველაფერი შეთანხმებულია - მანჩესტერ იუნაიტედი ვეღარაფერს მოიმოქმედებს", - თქვა დრისენმა.

 

შეგახსენებთ, ახალგაზრდა ჰოლანდიელის შეძენას ბრიტანული გრანდიც ცდილობდა. როგორც აღმოჩნდა, მადრიდელებმა მათ აჯობეს.

 

სავარაუდოდ, ესპანელებს აღნიშნული ტრანსფერი 55 მილიონი ევრო დაუჯდებათ. დანარჩენი დეტალი ჯერ კიდევ უცნობია.

 

ჰოლანდიის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში 22 წლის ნახევარმცველმა 16-ჯერ ითამაშა - მის ანგარიშზეა 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა.