ბუღრიძე კარიერას დინამოში გააგრძელებს

22 წლის შემტევი კვლავ საქართველოში ითამაშებს

ირაკლი ბუღრიძე თბილისის დინამოს ფეხბურთელია. 21 წლამდე ნაკრების შემტევმა გუნდთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ თბილისელთა ფეისბუქ გვერდი იუწყება. 

 

ბუღრიძე ლოკომოტივის აღზრდილია. 2018 წელი მან ჩიხურაში გაატარა, საიდანაც ბეერსხოტს მიაშურა, თუმცა ბელგიურ გუნდში საკმაოდ ცოტა სათამაშო დრო ეძლეოდა. 22 წლის ფეხბურთელს ყველაზე კარგი პერიოდი ჩიხურაში ჰქონდა, სადაც ერთ-ერთი ლიდერი იყო. სოსო ფრუიძის გუნდში მან 41 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

 

რაც შეეხება დინამოს, დედაქალაქელებმა ბუღრიძის გარდა როინ კვასხვაძე, თორნიკე კაპანაძე, ომარ მიგინეიშვილი და ნიკა სანდოხაძე დაიმატეს. აქვე გეტყვით, რომ კახა ჩხეტიანის გუნდი პირველი ტურის მატჩს 29 თებერვალს თელავის წინააღმდეგ გამართავს.

 

ფოტო: საჩხერის ჩიხურას ფეისბუქ გვერდი