ბასკონია აგებს, შენგელია აგდებს

შენგელიას გუნდმა ბოლო 5-დან 4 მატჩი წააგო

ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-19 ტურში თორნიკე შენგელიას ბასკონია ზენიტს ესტუმრა და 66:72 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო. თორნიკემ პარკეტზე 36 წუთი და 57 წამი გაატარა, მისი მონაგარი 13 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრაა. ჩვენებურის ანგარიშზე 8-დან 6 ორქულიანი და 1-დან 1 ზუსტი საჯარიმოა. 

 

რაც შეეხება ბასკონიას, 19 ტურის შემდეგ ესპანელებს 19 ქულა აქვთ და მე-14 ადგილზე არიან. ქართველის გუნდი მომდევნო ტურში ხიმკის უმასპინძლებს.