AUS OPEN - გორგოძემაც წააგო

სამწუხაროდ, კიდევ ერთი ქართველი დამარცხდა

ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მარიამ ბოლქვაძის შემდეგ, თავისი შეხვედრა კიდევ ერთმა ქართველმა,  ეკატერინე გორგოძემაც დათმო. მისი მეტოქე 19 წლის სლოვენიელი კაია იუვანი იყო, რომელმაც ჩვენებურს მხოლოდ 1 გეიმი მოაგებინა - 1:6; 0:6.

 

ამჟამად, ეკო რეიტინგში 199-ე ადგილს იკავებს.

 

სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ძირითადი ბადეში ქართველი ქალი ჩოგბურთელი არ გვეყოლება...