ჰუმელსი და მიულერი ნაკრების გაფართოებულ სიაში

დიდი ჩემპიონები ნაკრებში დაბრუნდნენ

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონები, მატს ჰუმელსი და ტომას მიულერი შესაძლოა ნაკრებში დაბრუნდნენ. ტოკიოში გასამართი ოლიმპიური თამაშებისთვის, გამოქვეყნდა გერმანიის ნაკრების 50 კაციანი გაფართოებული სია, სადაც მათი გვარები ფიგურირებს.

 

საგულისხმოა, რომ ბუნდესმანშაფტის მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა მიულერის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

 

ოლიმპიურ თამაშებზე ფეხბურთში, რომელიც სტარტს 24 ივლისს აიღებს და 9 აგვისტოს დასრულდება, ძირითადად წარმოდგენილნი 23 წლამდელი ფეხბურთელები იქნებიან, თუმცა თითოეულ ნაკრებს უფლება აქვს 3 ფეხბურთელი დაიმატოს, რომელიც ამ ასაკს აღემატება.

 

გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია (DFB) ფეხბურთელებს უფლებას არ აძლევს ორივე ტურნირზე ითამაშონ, თუმცა, ლიოვმა 2019 წელს განაცხადა, რომ სანაკრებო კარები მიულერისთვისა (30 წლის) და ჰუმელსისთვის (31 წლის) ისედაც დაკეტილია...