ბელგიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლენილია

ბელგიის ნაკრების ოფიციალური ტვიტერის ინფორმაციით, მათი ქვეყნის 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ედენ აზარი დასახელდა.

 

ამ ჯილდოზე პრეტენზიას კევინ დე ბრუინი და რომელუ ლუკაკუც აცხადებდნენ.

 

რეალის 29 წლის შემტევმა დაჯილდოებაზე ტრავმის გამო დასწრება ვერ მოახერხა.

 

მიმდინარე სეზონში აზარმა ყველა ტურნირზე 13 შეხვედრა ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.