რთულად წარმოსადგენი: ჩიხურა ფრუიძის გარეშე

ჩიხურას ახალი თავკაცი ეყოლება... ძნელი წარმოსადგენია საჩხერის ჩიხურა სოსო ფრუიძის გარეშე. 

გამოცდილმა სპეციალისტმა თითქმის 13 წელი იმუშავა ზემოიმერულ კლუბში, მოიგო სუპერთასი (2013), სამჯერ იყო ქვეყნის თასის ფინალში ეღთხელ იმარჯვა (2017). და კიდევ, ვიცე-ჩემპიონი გახდა.

 

ჩიხურა ექვსჯერ გავიდა ევროტურნირებზე და ბოლო თამაშს თუ არ ჩავთვლით (აბერდინთან 0:5), დიდი ანგარიშით არ ჰქონდა წაგებული. ფრუიძის გუნდმა გამოთიშა თურქული ბურსასფორი და კიდევ რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარა ევროთასებზე.

 

ამჯერად კი სოსო ფრუიძემ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. შევიტყვეთ, რომ ფრუიძე კლუბში იმუშავებს, ხოლო მთავარი მწვრთნელი მისი ყოფილი თანაშემწე ვახტანგ თურმანიძე იქნება. ჩიხურას პრესსამსახურმა თურმანიძეზე ინფორმაცია ოფიციალურად გამოაცხადა, ფრუიძის კლუბში მუშაობაზე კი ჯერ არაოფიციალური ცნობაა. 

 

თურმანიძეც და მისი თანაშემწე ვლადიმერ ზაბახიძეც პროლიცენზიას ფლობენ.