სერხიო რამოსი: დავიღალე ამ თემაზე საუბრით

მოურინიომ 5 წლის წინ დაგვტოვა და ხალხი კიდევ მასზე საუბრობს. 

ჟოზე მოურინიომ ლივერპულთან 1:3 მარცხის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა. წითელმა ეშმაკებმა დროებით მწვრთნელად ოლე გუნარ სოლშერი კი დანიშნეს, თუმცა პორტუგალიელის მომავალი ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

მის სახელს არაერთ გუნდს უკავშირებენ. მათ შორისაა მადრიდის რეალი, რომლის თავკაციც იგი 2010-13 წლებში იყო. აღნიშნულ თემაზე გუნდის კაპიტანმა სერხიო რამოსმა ისაუბრა.

 

„ხალხმა მეტი პატივი უნდა სცეს ჩვენს ამჟამინდელ მწვრთნელს. არ მგონია, რომ მოურინიოს დაბრუნება საჭირო იყოს. ჟოზემ 5 წლის წინ დაგვტოვა და ხალხი კიდევ მასზე საუბრობს. სიმართლეე გითხრათ ამ თემით დავიღალე.

 

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ზედიზედ მესამედ მოვიგეთ და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩვენთვის დიდი მიღწევაა. ვფიქრობ 2018 წელი ჩვენთვის კარგი იყო, თუმცა ვთვლი, რომ ერთით მეტი ტიტულის მოგება შეგვეძლო.“-განაცხადა მადრიდელთა კაპიტანმა.