დინამო თბილისი: შემადგენლობა ახალგაზრდებით და პოტენციური ახალწვეულებით

დინამო თბილისი ზამთრის შეკრებაზე თურქეთის ქალაქ ლარაში გაემგზავრა და დაბინავდა.

შემადგენლობა შეკრებაზე: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ლუკა კუტალაძე; ნოდარ იაშვილი, დავით კობოური, ნიკა სანდოხაძე, გიორგი ქიმაძე, თორნიკე ჯანგიძე, ლაშა აწყურელი, სანდრო კალანდაძე; ნიკა ნინუა, გიორგი პაპავა, ბაქარ ქარდავა, გიორგი კუცია, გიორგი კუხიანიძე, გიორგი ზარია, გიორგი მოისწრაფიშვილი, ნოდარ ქავთარაძე, ანზორ მექვაბიშვილი; ლევან მჭედლიძე, თორნიკე კაპანაძე, ირაკლი ბუღრიძე. ასევე, თორნიკე ახვლედიანი და დავით მუჯირი (ორივე გასინჯვაზე).

 

როგორც ხედავთ, სიაში დინამოს 19-წლამდელებიდან დაწინაურებულნიც არიან: კუტალაძე, აწყურელი, მექვაბიშვილი, კალანდაძე, მოისწრაფიშვილი, ჯანგიძე.

 

კიდევ, ლეგიონერებზე: არფან დაფე გუნდს ორიოდე დღეში შეუერთდება, კვამე კარიკარი ტრავმის გამო საწვრთნელ პროცესს დროებით გამოეთიშა, ხოლო ოლექსანდრ კაპლიენკომ გუნდი დატოვა.

 

დინამოს 4 ამხანაგური ექნება: 18 იანვარს რუმინულ ვოლუნტარისთან, 22-ში ბულგარულ ბოტევთან, 25-ში ასევე ბულგარულ არდასთან და 30-ში პოლონურ კრაკოვის ვისლასთან.